პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძე უპრობლემოდ დაამტკიცებს „გამჭვირვალობის კანონის“ მიზანშეწონილობასაც და აუცილებლობასაც – მაშინ ხომ ხუხულასავით დაინგრევა ქვეყნის უცხოელი თუ ადგილობრივი ავის მსურველთა ზრახვები

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის “გამჭვირვალობის კანონპროექტის” შესახებ საჯარო დისკუსიას შეთავაზებას, სოციალურ ქსელში აფასებს. ექსპერტი ინტერესდება, რა იქნება ამ შეთავაზებაზე ელჩების პასუხი, ვინაიდან, მისი თქმით, ირაკლი კობახიძე უპრობლემოდ შეძლებს დაამტკიცოს, “გამჭვირვალობის კანონის” მიღების აუცილებლობა.

“პრემიერ-მინისტრის ამ შეთავაზების შემდეგ, რაღა უნდა თქვან? არა? – წესით ეს უნდა გამოირიცხოს! დიახ? – ხომ დარწმუნებულ ბრძანდებით, რომ ირაკლი კობახიძე ჩვეული სიმშვიდით უპრობლემოდ დაამტკიცებს გამჭვირვალობის კანონის მიღების მიზანშეწონილობასაც და აუცილებლობასაც! აი, მაშინ ხომ ხუხულასავით დაინგრევა ამ ქვეყნის უცხოელი თუ ადგილობრივი ავის მსურველთა ზრახვები.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,498 ნახვა