პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ხატია დეკანოიძეს: შენ იყავი იმ ძალის წარმომადგენელი, ვინც ქუჩაში ხოცავდა. მოღალატე ხარ, უკრაინის ტელევიზიაში საკუთარ სამშობლოს ოკუპანტთან ურთიერთობას აბრალებდი და ბოდიშიც არ მოგიხდია

შენ იყავი იმ ძალის წარმომადგენელი, ვინც ქუჩაში ხოცავდა. მოღალატე შენ ხარ, უკრაინის ტელევიზიაში იყავი და საკუთარ სამშობლოს ოკუპანტთან ურთიერთობას აბრალებდი და ბოდიშიც არ მოგიხდია – ასე მიმართა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს ხატია დეკანოიძეს. ყაველაშვილსა და დეკანოიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება პარლამენტში იმ დროს მოხდა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.

სხდომათა დარბაზიდან გაძევებულმა დეკანოიძემ ყაველაშვილს მოღალატე და რუსეთუმე უწოდა და ჰკითხა, რა სინდისით იდგა იქ. პასუხად ყაველაშვილმა დეკანოიძეს უთხრა, რომ ასე უნდა გააძევონ საერთოდ პოლიტიკიდან, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო და პარტია მაშინ უნდა დაეტოვებინა, როდესაც მეგიზ ქარდავა კაცებს აუპატიურებდა და გირგვლიანი მოკლეს და არა ახლა, როდესაც თავმჯდომარე ხაბეიშვილია.

„შენ იყავი იმ ძალის წარმომადგენელი, ვინც ქუჩაში ხოცავდა. მოღალატე შენ ხარ, უკრაინის ტელევიზიაში იყავი და საკუთარ სამშობლოს ოკუპანტთან ურთიერთობას აბრალებდი და ბოდიშიც არ მოგიხდია. ბოდიში უნდა მოიხადო. ბიძინა ივანიშვილისნაირი ადამიანები ღმერთმა გვიმრავლოს. ასე უნდა გაგაძევოთ საერთოდ პოლიტიკიდან, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი იყავი. ახლა კი არ უნდა დაგეტოვებინა ნაციონალური მოძრაობა, მეგიზ ქარდავა კაცებს რომ აუპატიურებდა, მაშინ უნდა მიმხვდარიყავი და დაგეტოვებინა. გირგვლიანს რომ კლავდნენ, მაშინ უნდა დაგეტოვებინა და არა ახლა, ხაბეიშვილი რომ არის თავმჯდომარე. ვერასდროს ვერ მიიღებთ თქვენ სამართლიანობას“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, გასულ წელს ხელისუფლებამ კანონი დაძაბულობის და მოსალოდნელი მსხვერპლის თავიდან აცილების გამო გაიწვია.

„დღეს უარყვეს, ამას ვინ გაბედავდა და ვინ იკადრებდაო, ასეთი საუბარი იყო ვაშაძისგან და ხაბეიშვილისგან. შევახსენებ საზოგადოებას, ეს ის ორგანიზაციაა, ვისზეც „ხალხის ძალამ“ უკვე დავაანონსეთ, რომ უნდა მოხდეს მათი გასამართლება. ასევე შევახსენებ, რომ მსგავს საქციელს ისინი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი, ყოველგვარი გასამართლების გარეშე, პირდაპირ ქუჩაში იქნა ჩახოცილი. გვარები იცის საზოგადოებამ – გირგვლიანიდან დაწყებული, ვაზაგაშვილით დამთავრებული, როგორ ექცეოდნენ ჩვენს ხალხს, რამდენი პატიმარი ჰყავდათ, როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. ამ ძალისგან გაკვირვება, რომ შეიძლება ვინმეს მკვლელობა დაგეგმილიყო, სასაცილოა. ადეიშვილის მოადგილე იყო ვაშაძე, პოლიციის აკადემიაში მუშაობდა დეკანოიძე, რომელსაც უკვირს და უარყოფს თითქოს ამ ძალასთან რაიმე საერთო ჰქონდა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,652 ნახვა