საგარეო პოლიტიკა

Sky News: რუბიოს შემდეგ ლონდონში უკრაინის მოლაპარაკებებზე ჩასვლა საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც გადაიფიქრეს

ბრიტანული ტელეარხის Sky News-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ლონდონში უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებზე ჩასვლა გადაიფიქრა, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში არც საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები გაემგზავრებიან.

ტელეარხის ინფორმაციით, რუბიო ლონდონში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის უნდა შეხვედროდა, თუმცა მოლაპარაკებები გადაიდო.

„ამის შემდეგ პარიზმა და ბერლინმა საკუთარი საგარეო საქმეთა მინისტრების გამგზავრება შეაჩერეს. თუმცა, არსებობს იმედი, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრა მინისტრების დონეზე მაინც შედგება“, – იუწყება Sky News-ი.

ცნობისთვის, დღეს ლონდონში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. წინასწარი ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ, რომელსაც მოლაპარაკებებზე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კიტ კელოგი წარმოადგენს, მოკავშირეებს უკრაინის სამშვიდობო გეგმა უნდა გააცნოს, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას გულისხმობს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა