განცხადება · 91 ნახვა
„თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს და ეს ეხება როგორც სახელისუფლებო შტოს მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან შეხვედრებს, ასევე ჩვენი სპეც-სამსახურების ხელმძღვანელის ვიზიტს შტატებში“
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთში აშშ-ის ვიცე -პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტს პროტოკოლური ხასიათის მატარებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოზიტიურად მისი შეფასება შეუძლებელია. ექსპერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც სომხეთის ატომურ ენერგეტიკაში 9 მილიარდიან ინვესტიციას ეხება, კაბალურია.
მისი თქმით, თავად ვიზიტი პროტოკოლური შინაარსის მატარებელი იყო და არაფერი შესაშური იმაში, თუ რატომ არ ეწვია დი ვენსი საქართველოს, არაა. „მოკლე შეფასებას გავაკეთებ, როგორც კეთილგანწყობილი მეზობელი, მათ შორის სომხეთის – წესით უნდა „მიხაროდეს“, რომ ტრამპის სახელობის ზანგეზურის დერეფანში ფინანსური ბენეფიტები განაწილდა 24 % სომხეთის და 76 % ამერიკის სასარგებლოდ. როგორ უნდა მიხაროდეს ის 9 მილიარდიანი ინვესტიცია სომხეთის ატომურ ენერგეტიკაში, საიდანაც 5 მილიარდი სომხეთს აქვს გადასახდელი ამერიკისათვის შესაბამისი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შესაძენად? აქედან უდიდეს ნაწილს ისევ მოსკოვიდან შეისყიდიან. შემდეგი 4 მილიარდი კი, გადანაწილებულია წლების მანძილზე და ისიც სომხეთს აქვს ამერიკისთვის გადასახდელი. ამას ეძახიან ამერიკულ დახმარებას, რომელიც ჯობია არ გქონდეს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
თუნდაც პროტოკოლური ხასიათის ის ღონისძიება ავიღოთ – გენოციდის მემორიალთან მისვლა, რომელიც დი ვენსმა მომენტალურად გააქრო თავისი „ტვიტერიდან“ და ესეც ფარსად გადააქცია. შეიძლება მეზობელ ქვეყანაში მსგავსი ვიზიტი რაიმე პოზიტიური კუთხით დავახასიათო ან ვინატრო, რატომ არ ეწვია მსგავსი სულისკვეთებით დი ვენსი თბილისს? თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს ურთიერთობები ეხება როგორც სახელისუფლებო შტოს მაღალი რანგის ჩინოვნიკების შეხვედრებს ოფიციალურ და სამუშაო ჭრილში, ასევე ჩვენი სპეც-სამსახურების ხელმძღვანელის ძალიან წარმატებულ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ქართველიშვილი„ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ“
- დავით ქართველიშვილი„ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“
- დავით ქართველიშვილი„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა“
- დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“
