აშშ-ში, ვისკონსინის შტატის საავადმყოფო HSHS St. Vincent-ში ნამდვილ „ბეიბი-ბუმს“ ელოდებიან. საავადმყოფოს პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ მათი 14 დიპლომირებული მედდა, რომლებიც სამშობიარო განყოფილებაში მუშაობენ, მედდის კვირეულის და დედის დღისადმი მიძღვნილ დღესასწალამდე იმშობიარებენ.
ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ ეს დაუჯერებელი შემთხვევაა, თანაც ორსული მედდების უმრავლესობა დედა პირველად გახდება.
„ყველა ამ ქალს უკვე აქვს გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის, თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე, თუმცა ახლა ამ ცოდნის კიდევ უფრო ღრმად შესწავლა მოუწევთ“,-აცხადებს ცენტრის დირექტორი.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ მისი თანამშრომლებისთვის მედდის კვირეული და დედის დღე წელს განსაკუთრებული იქნება.
Facebook Comments Box