აშშ-ში ჩატარდა ოპერაცია სახელწოდებით „სამართლიანობის აღდგენა“, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე დღეში დაკავებული იქნა ორასზე მეტი პედოფილი. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა. მისი თქმით, გადარჩენილია 115 ბავშვი.
პრეს-რელიზის თანახმად, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, დაკავებულები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის შექმნასა და გავრცელებაში. ასევე „ონლაინ-შეცდენაში“ და ბავშვებით ვაჭრობაში.
მაგალითისთვის, მინეაპოლისში შტატის პოლიციის თანამშრომელი და ჯარის რეზერვისტი დააკავეს ბავშვებზე ძალადობის ამსახველი კონტენტის შექმნაში. ნორფოლკში კი, მექსიკიდან შესული არალეგალი მიგრანტი ბრალდებულია არასრულწლოვნის საზღვარზე გადაყვანაში სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა, რომელიც ბონდთან ერთად გამოვიდა ბრიფინგზე, დამნაშავეებს მიმართა . მისი თქმით, „არ არსებობს ადგილი, სადაც მათ ვერ მიაგნებენ“ და „არ არსებობს გალია, რომელშიც ვერ მოხვდებით, თუ ჩვენს ბავშვებს ზიანს მიაყენებთ“.