სამართალი

BBC ქართულ ციხეზე წერს- „როგორ პირობებში იმყოფება ბრიტანელი მოზარდი ბელა კალი ციხეში“

სანამ ბრიტანელი მოზარდი საქართველოს ციხეში ნარკოტიკებთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულისთვის იმყოფება, ბრიტანული გამოცემა BBC იკვლევს, თუ როგორ პირობებშია მოზარდი ქართულ ციხეში.

როგორც გამოცემა წერს, 18 წლის ბელა კალი ბილინგემიდან, თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისთვის დააკავეს და მას 55 დღე მოუწევს წინასწარ პატიმრობაში ყოფა, სანამ პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს და სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს. თუმცა წინასწარი დაკავების ვადა შესაძლოა, 7 თვემდე გაიზარდოს. 

BBC-ის ინფორმაციით, ციხის შემოწმება უკანასკნელად 2023 წელს ომბუდსმენმა ჩაატარა და გამოავლინა სხვადასხვა პრობლემები, მათ შორის წყლის ხშირი დაწყვეტა და პატიმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებები.

გამოცემა წერს, რომ ზედამხედველი ორგანოსგან პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო რეკომენდაცია, რომ ახალი პატიმრებისთვისაც უნდა უზრუნველეყოთ ფიზიკური ვარჯიშის შესაძლებლობა.  

რაც შეეხება წყლის მიწოდებაში არსებულ პრობლემებს, გამოცემას აქვს ინფორმაცია, რომ პატიმრები კვირაში ორჯერ ბანაობენ, ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც ბანაობის დროს წყალი წყდება და ისინი იძულებულნი არიან, დაგროვილი ცივი წყალი გადაივლონ.

ციხის შიგა დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ საპატიმროში ხშირია სიტყვიერი კონფლიქტი პატიმრებს შორის. ფიზიკური დაპირისპირება კი, გაცილებით იშვიათად ხდება. ასე მაგალითად, 2022 წლის ადგილი ჰქონდა 11 შემთხვევას, 2023 წელს კი მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ბიბისის“ სტატიას მკითხველების 500-მდე  კომენტარი აქვს, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ გოგონას უნდა სცოდნოდა, რას სჩადიოდა. მათივე თქმით, ციხე სანატორიუმი არ არის, თუმცა, ის, პირობები, რაც სტატიაშია აღწერილი, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ბრიტანულ ციხეებში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა