უცხოური მედია

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ვაშინგტონში ტერორისტმა მოკლა ახალგაზრდა წყვილი მხოლოდ ერთი მიზეზით, უნდოდა ებრაელების მოკვლა, ის სკანდირებდა „თავისუფლება პალესტინას“

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობას გმობს.

„გუშინ ღამით ვაშინგტონში საშინელება მოხდა. ტერორისტმა ცივსისხლიანად მოკლა ახალგაზრდა ლამაზი წყვილი. იარონმა ახლახან იყიდა საქორწინო ბეჭედი სარასთვის. ისინი აპირებდნენ ახალი და ბედნიერი ცხოვრების დაწყებას. იარონი და სარა არ იყვნენ შემთხვევითი დანაშაულის მსხვერპლნი. ტერორისტმა, რომელმაც ისინი სასტიკად მოკლა, ეს მხოლოდ ერთი მიზეზით ჩაიდინა, მას უნდოდა ებრაელების მოკვლა. როდესაც ის მიჰყავდათ, სკანდირებდა: „თავისუფლება პალესტინას!“ ეს ზუსტად იგივეა, რაც 7 ოქტომბერს გვესმოდა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისა და მძევლების შესახებაც ისაუბრა.

„საბოლოოდ, ჩვენ ვაპირებთ დიდი უსაფრთხო ზონების შექმნას ღაზის სამხრეთით. პალესტინის მოსახლეობა იქ გადავა საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ვიდრე ჩვენ სხვა ზონებში ბრძოლას გავაგრძელებთ და იქ ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ „ჰამასის“ ჩარევის გარეშე. ამ დროისთვის ჩვენ ნება დავრთეთ ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოებს, შესულიყვნენ ღაზაში. ვფიქრობ, გუშინ 100-ზე მეტი სატვირთო შევიდა. დღეს კიდევ მეტი შევა. რაც შეეხება მძევლებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი გათავისუფლებისთვის. მზად ვარ დროებითი ზავისთვის, რათა მეტი ადამიანი გამოვიყვანოთ, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ და თქვენც უნდა მოითხოვოთ, რომ ჩვენი ყველა მძევალი გათავისუფლდეს. ეს უნდა მოითხოვოს ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ. ჩვენ ინტენსიურ შვიდფრონტიან ომში ვართ, რომელიც ირანმა და მისმა მარიონეტებმა ჩვენ წინააღმდეგ დაიწყეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ნეთანიაჰუმ კირ სტარმერი, ემანუელ მაკრონი და მარკ კარნი „ჰამასის გამხნევებაში“ დაადანაშაულა.

„თქვენ კაცობრიობის და ისტორიის არასწორ მხარეს ხართ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა