ნიუ იორკში, მდინარე ჰადსონზე სატვირთო ხომალდზე აფეთქების შედეგად ერთი მუშა დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემთხვევა საკანალიზაციო წყლების გადამზიდ ხომალდზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის ნავსადგომში საკანალიზაციო წყლის გამწმენდ ნაგებობასთან იდგა. შემთხვევის დროს ბორტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ნიუ იორკის სახანძრო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.
Facebook Comments Box