მეცნიერება

მეცნიერები- იუპიტერი ადრე, ახლანდელზე ორჯერ დიდი იყო

იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა, რომლის ძლიერმა გრავიტაციამაც დედამიწისა და აქ არსებული დანარჩენი ციური სხეულების ორბიტებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ახალი კვლევის მიხედვით, ეს ამ აირის გიგანტის მაქსიმალური ზომა არ არის, რადგან განვითარების ადრეულ ეტაპზე ის ორჯერ დიდი იყო და ბევრად ძლიერი მაგნიტური ველი ჰქონდა. აღნიშნული ინფორმაცია არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს წარსულის გამოკვლევაში გვეხმარება.

ასტრონომებმა იუპიტერის ორი პატარა ბუნებრივი თანამგზავრი შეისწავლეს: ამალთეა და თებე. თითოეული მათგანი პლანეტასთან ახლოს მოძრაობს და ოდნავ დახრილი ორბიტა აქვს. სწორედ ეს გააანალიზეს სპეციალისტებმა იუპიტერის პირვანდელი ზომის გამოსათვლელად. დადგინდა, რომ მისი რადიუსი ახლანდელს ორჯერ აღემატებოდა, მოცულობა კი იმხელა იყო, რომ 2000-ზე მეტ დედამიწას დაიტევდა. გაირკვა ისიც, რომ ციური სხეულის მაგნიტური ველი ამჟამინდელისას სიძლიერით 50-ჯერ აჭარბებდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა