პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს. ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს, რომელიც უკვე მერამდენედ მტკიცედ იცავს საკუთარ სახელმწიფოსა და მის ეროვნულ ღირებულებებს

მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად. შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს – ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ.

მისი შეფასებით, ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში შედეგს ვერ გამოიღებს და მსგავსი მცდელობები საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს სახელმწიფოსა და ეროვნული ღირებულებების დაცვის საკითხში.

„ მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად. შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს. თუმცა, საქართველოში ჩამოსულმა ჯგუფმა საკუთარ შეფასებებში აღნიშნა, რომ ქვეყნის ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდება იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდება „გამჭვირვალობის კანონი“, ასევე “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონი. ამ შეფასებამ ბუნებრივად რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გააჩინა: მხოლოდ ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს უფლება იცოდეს, ვინ და რა მიზნებით აფინანსებს არასამთვრობო ორგანიზაციებს საქართველოში? ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვა ლგბტ-ს იდეოლოგიური ან პროპაგანდისტული ზეწოლისგან დაცვა მნიშვნელოვანი არ არის? უმჯობესია, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ გარემოებებსა და სამართლებრივ ანალიზს და არა წინასწარ ჩამოყალიბებულ, უცხოეთიდან ნაკარნახევ, გაუაზრებელ პოლიტიკურ ნარატივებს. დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს, რომელიც უკვე მერამდენედ მტკიცედ იცავს საკუთარ სახელმწიფოსა და მის ეროვნულ ღირებულებებს.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.