აშშ სწავლობს საომარი მოქმედებების მიმდინარეობას თანამედროვე პირობებში რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე, ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვესტ პოინტის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში, საომარი მოქმედებების ზონაში რაც ხდება, „საშინელებაა შესასწავლად“, მაგრამ აუცილებელია . „ჩვენ არასდროს გვინახავს მსგავსი რამ“,-განაცხადა ტრამპმა.
„ჩვენ ვხედავთ საბრძოლო მოქმედებების სხვადასხვა ფორმებს, ვნახეთ უპილოტოები, რომლებიც კუთხურად ეშვებიან , სიჩქარით და სიზუსტით. ჩვენ არასდროს გვინახავს ადრე მსგავსი რამ და ვსწავლობთ. თქვენი პროფესია ძალიან სწრაფად იცვლება“,-მიმართა პრეზიდენტმა აკადემიის კადეტებს.
თავის გამოსვლაში ტრამპმა რუსეთი დაადანაშაულა აშშ-სთვის საომარი ტექნოლოგიების მოპარვაში. ასევე, შეეხო ვოუქიზმის იდეოლოგიის გაუქმებას ჯარში.