უცხოური მედია

ემანუელ მაკრონი – მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობდით და ეს ლამის გლობალურ კატასტროფად იქცა

მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობდით და ეს ლამის გლობალურ კატასტროფად იქცა, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მასა და ბრიჯიტ მაკრონს შორის დაპირისპირების შესახებ.

მედიაში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც ემანუელ მაკრონის ვიეტნამში ჩასვლის დროს არის გადაღებული და რომლითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეუღლემ საფრანგეთის პრეზიდენტს სილა გააწნა. როგორც მედია წერს, მაკრონი ჯერ გაოგნებულია, შემდეგ კი თვითმფრინავის ტრაპიდან ხელს იქნევს და ადამიანებს ესალმება.

ეს კადრები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. თავდაპირველად ელისეის სასახლეში ვიდეოს ავთენტურობას უარყოფდნენ, თუმცა შემდეგ დაადასტურეს, რომ კადრები ნამდვილია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა