პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა – გარკვეული ელჩების მხრიდან გაუგონარ თავხედობას წერტილი უნდა დაესვას, ყველაფერს ზღვარი აქვს

x

იმ გაუგონარ თავხედობას, რასაც გარკვეული ელჩების მხრიდან აქვს ადგილი, წერტილი უნდა დაესვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ზოგიერთ ელჩს ავიწყდება, რომ მისი მოვალეობა არის არა შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ სახელმწიფოთა შორის და ხალხთა შორის ურთიერთობის განმტკიცება.

„სეთ ფაქტს მერამდენედ უნდა ჰქონდეს ადგილი? რატომღაც ზოგიერთ ელჩს ავიწყდება, რომ მისი მოვალეობა არის არა შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ სახელმწიფოთა შორის და ხალხთა შორის ურთიერთობის განმტკიცება. ვწუხვარ, მაგრამ უნდა შევახსენოთ, იქნებ, ვენის კონვენცია წაიკითხონ და ეს საერთაშორისო ურთიერთობები ხელახლა გადაიკითხონ. ელჩებს მოვუწოდებთ, ამ თავხედობას შეეშვან. ყველაფერს ზღვარი აქვს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა