პოლიტიკა

დონალდ ტრამპი ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიესალმა

President Donald Trump waves as he walks to Marine One as he departs the White House, Wednesday, July 12, 2017, in Washington. Trump is headed to Paris for Bastille Day. (AP Photo/Alex Brandon)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა.

როგორც ტრამპმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა, დიდ პატივისცემას გამოხატავს როგორც კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის, ისე მისი ხელმძღვანელების მიმართ.

„მინდა, მოგილოცოთ უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის თაოსნებს. კარგად იცით, რა დამოკიდებულება მაქვს თქვენდამი, დიდი პატივისცემა და სიხარულის მომგვრელია ის, რასაც თქვენ აკეთებთ უნგრეთში. პატივს ვცემ ამ დიდებულ ადამიანს, ვიქტორ ორბანს. მან დიდებული საქმე გააკეთა და ძალიან განსაკუთრებული ადამიანია. დიდი პატივისცემა მაქვს როგორც კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის, ასევე მისი ხელმძღვანელების მიმართ. დიდი ფასეულობების დამცველია ვიქტორ ორბანი და ეს ორგანიზაციაც არის ძალიან ძლიერი ხმა უნგრეთსა და მსოფლიოში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას კიდევ ერთხელ და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო ამ ღონისძიების ფარგლებში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა