პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს – ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად

საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მან ისაუბრა მიმდინარე კვირაში განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივებზე. მისივე თქმით, ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით კანონპროექტს განსახილველად გამოიტანენ.

„ყველას გახსოვთ პრემიერის გადაწყვეტილება, როდესაც გაუქმდა ის აკრძალვა – პირველ აპრილამდე ექვს წელზე ზემოთ ავტომობილების შემოყვანაზე და შეიცვალა საკითხით, რომელიც დაარეგულირებს, კერძოდ, კოდექსში შევა ცვლილება და გაიზრდება აქციზის გადასახადი. ასე, რომ არანაირი აკრძალვა აღარ იმოქმედებს. საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს. ასევე, მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, ჯანდაცვაზე, გარემოზე, განახლებულ ავტოპარკზე და გვინდა, რომ განახლდეს ავტოპარკი; როდესაც ვსაუბრობთ მოძველებულ ავტოპარკზე ასეთი სახის რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია. ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ავტომოყვარულების სფეროში ეს საკითხიც და მეორე საკითხიც, რომელიც შეეხება რეტრო მანქანებს, რეტრო ავტომობილებს. აქაც 40-დან 30 წლამდე დაიწევს ზღვარი საკანონმდებლო კუთხით – მათი განბაჟების მიმართებით. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ დადებით გამოხმაურებებს, რომელიც მივიღეთ სხვადასხვა ავტომოყვარულთა საზოგადოებიდან თუ კლუბიდან“, – განაცხადა კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.