პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ვუთხარით, რომ ელენე ხოშტარია ციხეში არა რაიმე პოლიტიკური დევნის საფუძველზე, არამედ გირაოს გადაუხდელობოს გამო იჯდა, უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები

ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.

მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარი საქართველოში არსებულ ვითარებას სათანადოდ არ იცნობს და გადაწყვეტილებებს ზედაპირული ინფორმაციის საფუძველზე იღებს.

„როდესაც აღქმები ცრუ ნარატივზეა დაფუძნებული, ისინი ძალიან მალე ქარწყლდება,“ — აღნიშნა მან და განმარტა, რომ არასწორ აღქმებზე დაფუძნებული რეზოლუციების გამო ევროპარლამენტმა სანდოობა დაკარგა.

„ევრობიუროკრატები აბსოლუტურად არ იცნობენ ვითარებას საქართველოში და რასაც ეუბნებიან, ბრმად ასრულებენ. სწორედ ასეთი მორჩილი ხალხი სჭირდება ევრობიუროკრატიას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ერთხმად და უყოყმანოდ შესრულდეს. გავიხსენებ ერთ მომენტს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იყო ჩამოსული და მათთან შეხვედრები გვქონდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. პოლიტპატიმრებს, რომლებიც სინამდვილეში პოლიტპატიმრები კი არ არიან, არამედ კონკრეტული დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებულები — როგორიც არის ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, სახელმწიფო თუ კერძო ქონების დაზიანება და სხვა. ისინი ამის გამო არიან დაკავებულები და არა იმიტომ, რომ პროტესტი გამოხატეს.

ევრობიუროკრატები ვერ გვეუბნებიან კონკრეტულად, რომელიმე ადამიანზე, რომ პოლიტპატიმარია, რადგან ყველა შემთხვევაში, როდესაც ვინმე მსჯავრდებულია ან მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, საქმე ეხება კონკრეტულ დანაშაულს. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ დანაშაულების დამტკიცების პროცესში რაიმე მცირე გადაცდომას ვინმე გვაპატიებს, ამიტომ პროცედურები ძალიან მაღალი ხარისხით მიმდინარეობს. ამ შეხვედრაზე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ვუთხარით, რომ ელენე ხოშტარია ციხეში იმიტომ კი არ იჯდა, რომ რაიმე პოლიტიკურ დევნას განიცდიდა, არამედ იმიტომ, რომ გირაო არ გადაიხადა, უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები. ნამდვილად არ იცოდნენ. რომ იტყვიან ხმა ჩაუვარდათო, პირდაპირი მნიშვნელობით დავინახე ეს, როდესაც გაიგეს, რომ გირაოს გადაუხდელობის გამო იყო ციხეში და ამ ადამიანის გამო ასეთი ამბავი ატყდა ევროპარლამენტში. როგორ დაკარგა ერთ დროს მაღალი რეპუტაცია და სანდოობა ევროპარლამენტმა, რომ ასეთ აბსურდულ ბრალდებებზე ხურდავდება. სხვათა შორის, ამ საკითხზე პრობლემები მათ საკუთარ ამომრჩევლებთანაც აქვთ. იმდენჯერ დამარცხდნენ ევრობიუროკრატები ამ ცრუ ნარატივში, რომ კონსერვატიული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოძრაობები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თანდათან ფეხს იკიდებს და ძლიერდება. ამავე საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე მათ განაცხადეს, რომ მხოლოდ მათი აღქმების საფუძველზე ითქვა, თითქოს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა მიმდინარეობს. რეალობა კი ისაა, რომ როდესაც ასეთი აღქმები ცრუ ნარატივზეა დაფუძნებული, ისინი ძალიან მალე ქარწყლდება. მახსოვს, როდესაც ევროპარლამენტმა მსგავსი უსამართლო რეზოლუცია პირველად მიიღო, საკმაო დრო დაგვჭირდა — დაახლოებით ორი-სამი კვირა, რომ ეს ცრუ აღქმა გაგვებათილებინა. ახლა კი ორ-სამ დღეში ყველამ ყველაფერი იცის,“ — განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.