პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: როგორც ჩანს, გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები ჩვენი ქვეყნის დამცავი ის ორი სამართლებრივი მექანიზმია, რომლებიც რეალურად აწუხებთ ევრობიუროკრატებს და საშუალებას არ აძლევთ, განახორციელონ თავიანთი ზრახვები საქართველოს მიმართ

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში გაგრძელებაა იმ დიდი საერთაშორისო ზეწოლისა, რომელიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებით 2022 წლის თებერვლიდან ხორციელდება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორებს ქვეყანაში შექმნილი ობიექტური ინფორმაცია არ აინტერესებთ და მათი სურვილი იყო შეექმნათ დოკუმენტი, რომელიც იქნება სალაპარაკო თემა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში გაგრძელებაა იმ დიდი საერთაშორისო ზეწოლისა, რომელიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებით 2022 წლის თებერვლიდან ხორციელდება.

„მოსკოვის მექანიზმი“ შეიქმნა იმისთვის, რომ გამოყენებული იქნეს ისეთ ქვეყნებში სადაც სისტემურად ირღვევა ადამიანის უფლებები. ანუ საქართველოს მიმართ ამ მექანიზმის ინიცირება, იმთავითვე უსამართლობა იყო. ერთია, რას საუბრობენ გარკვეული პოლიტიკოსები და ზოგიერთი ევრობიუროკრატები, [რომ საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები და ა.შ, რაც მათი პოლიტიკური რიტორიკაა] და მეორე, რას გვეუბნება სამართლიანი, ობიექტური, მაღალპროფესიონალი ექსპერტების შეფასებები, რაც სხვადასხვა რეიტინგებში აისახება. ამ რეიტინგებით საქართველო ერთი ჩვეულებრივი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მსგავსი დემოკრატიული ქვეყანაა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი შეიქმნა ძალიან მოკლე დროში. ინგლისურად ნაწერი 192 გვერდია, ქართულ ენაზე ნათარგმნი კი დაახლოებით 300 გვერდი იქნება, რომელიც „მაღალპროფესიონალმა ექსპერტმა“ დაწერა, სულ რაღაც სამ კვირაში, ეს წარმოუდგენელია. თავად გახლავართ მკვლევარი, გამიკეთებია ანგარიშები და სამ კვირაში ფიზიკურად წარმოუდგენელია ასეთი ზომის დოკუმენტის შედგენა.

დოკუმენტის მეთოდოლოგიაში არსად არ არის მითითებული, რომ ექსპერტმა მთავრობის მიერ მოწოდებული დოკუმენტები შეისწავლა, თუმცა პირდაპირ ამბობს, რომ წაიკითხა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, რომელიც ვიცით, რომ მიკერძოებული და დამახინჯებული პოლიტიკური აღქმებია. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადებით, მათ მიაწოდეს 100 გვერდიანი დოკუმენტი, სადაც მოყვანილია პასუხი ყველა იმ ხარვეზზე და ტყუილზე, რომელიც ასახულია ანგარიშში, თუმცა ჩანს, რომ პასუხები არ წაუკითხავთ. ფაქტია, რომ არ აინტერესებთ ობიექტური ინფორმაცია, მათი სურვილი იყო შეექმნათ რაღაც დოკუმენტი, რომელიც იქნება სალაპარაკო თემა. ეს კი ჩამქრალ კოცონზე ნავთის დასხმაა, მაგრამ, კოცონი უკვე ჩანაცრულია და გინდა ნავთი დაასხი და გინდ ბენზინი. იმ კოცონს, რომელსაც საწვავი მასალა არ აქვს, არაფერი აანთებს. „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს ლაიტმოტივად გასდევს ორი მიმართულება: ერთი, გაიწვიეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და „ფარა“ და მეორე – ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი. აქედან გამომაქვს დასკვნა – ინიციატივა, ჩამოსვლა, შეხვედრები და საუბრები ინიცირებული იყო იმისათვის, რომ ამ ორ კანონზე მოეხდინათ აპელირება. როგორც ჩანს, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, მისი თანმდევი კანონით [გრანტების შესახებ] და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი ჩვენი ქვეყნის დამცავი ის ორი სამართლებრივი მექანიზმია, რომლებიც რეალურად აწუხებთ და რომლებიც საშუალებას არ აძლევთ, განახორციელონ თავიანთი ზრახვები საქართველოს მიმართ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.