დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით, კიდევ ერთ აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
ამავე საქმეზე აქტივისტებს ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.
შემთხვევა 17 მაისს მოხდა. 3 აქტივისტი მარიამ ლაშხს, რომელიც კაფეში ორ მცირეწლოვან შვილთან და ასაკოვან დედასთან ერთად იმყოფებოდა, თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
Facebook Comments Box