პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია ოპოზიციურ პარტიებს – ყველას მოვუწოდებდი, ბავშვებს არ დაემსგავსონ, იფიქრონ ცოტა მეტი ტვინის გამოყენებით

ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ, ვიმსჯელოთ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ხომ არ იქნება სწორი იდეა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, ოპოზიციას ახლა დიდი სიფხიზლე და ყურადღება მართებს.

„ეს არის გარემოება, შესაძლებლობა, რომელზეც ერთიანი ფრონტით უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც გვმართებს დიდი სიფხიზლე, ყურადღება. ჩვენ ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, მათ სურთ, რუსული სპეცოპერაციის მეორე ფაზა ჩაატარონ, რომელშიც მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას და დაარტყან კონსტიტუციის მუხლებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფორმალურად აკავებს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. ეს არის მათი მიზანი. ამიტომ, ყველამ ერთად, როგორც პარტნიორებმა, ძალებმა ამ ქვეყნის გადარჩენისთვის, უნდა განვსაჯოთ, რომელ მოდელში და სცენაში, რა ტიპის შანსები, შესაძლებლობები, ბოლოები იკვეთება. ეს არის ჩვენი გზავნილი. ყველას გვმართებს, კრიტიკული სიფხიზლე, ერთიანი ფრონტი, მათ შორის პოტენციურ შეტევაზე ფიქრი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ უფრო მეტის განწყობა მიმართულია ჩართულობისა და მონაწილეობისკენ. საზოგადოებას ვამცნობთ ჩვენს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ამასობაში კოლეგებს ვუწვდით ხელს და ვეუბნებით, რომ დროა, ვიმსჯელოთ ერთიან ფორმატში, რა სჯობს ამ ბრძოლის გაგრძელებისა და მეტი ეფექტის კუთხით. სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ, ვიმსჯელოთ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ხომ არ იქნება სწორი იდეა“, – განაცხადა გეგელიამ.

გრიგოლ გეგელიას კითხვა დაუსვეს, როგორ უპასუხებდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების კრიტიკას „ლელოს“ მიმართ, რაზეც გეგელიამ აღნიშნა:

„ყველას აქვს თავისი სუბიექტური შეხედულება, მთავარია, რა ჯობია ამ ქვეყნისთვის. არ მაინტერესებს არავის სუბიექტური შეხედულება, მაინტერესებს, რას ამბობს კვლევები და რა ჯობია ამ ქვეყნისთვის. ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და არა ის, რომ რომელიღაც პარტიის ლიდერს უფრო მეტად მოვწონდე ან უფრო ნაკლებად. ყველას მოვუწოდებდი, ბავშვებს არ დაემსგავსონ, იფიქრონ ცოტა მეტი ტვინის გამოყენებით და რეალურად, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა