პოლიტიკა

“ამდენი წელია პოლიტიკოსია. კარგად იცოდა, ეს 5 კაციანი ორგანო აცხადებდა, რომ ხელისუფლება უნდა გადმოიბარონ” – თენგიზ შარმანაშვილი პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე

სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ე.წ. მშვიდობიანი დამხობა აქციაზე ხალხის მისაყვანად ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი ეგონა. ეს განცხადება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულმა პოლიტიკოსმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა. 

გარდა ამისა, პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანი წერს, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მანჯგალაძის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას.

სახალხო დამცველისა და პაატა მანჯგალაძის განცხადებები აბსურდულია მმართველი გუნდისთვის, სადაც აცხადებენ, რომ საზოგადოებამ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა პირდაპირ ეთერში ნახა. მანამდე იყო არაერთი მუქარაც, ახლა კი დაკავებული პოლიტიკოსები მძიმე დანაშაულისგან აბსურდული მიზეზებით თავის არიდებას ცდილობენ.  

“ამდენი წელია პოლიტიკოსია, საქართველოს პარლამენტშიც იჯდა. ძალიან კარგად იცოდა, რა ორგანოშიც გაწევრიანდა. ეს 5 კაციანი ორგანო აცხადებდა, რომ ხელისუფლება უნდა გადმოიბარონ. ეს ორგანო მოუწოდებდა პოლიციელებს, რომ დააპატიმრეთ ხელისუფლება და გადმოგვეცით ჩვენო. შემდეგში, საჯაროდ განაცხადა ამ ორგანომ, რომ წავიდეთ და პრეზიდენტის სასახლის გასაღები გადავიბაროთო და ხალხს მოუწოდა შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის სასახლეში. და ის ვერ ხვდებოდა, რომ ამ დანაშაულებრივი ორგანოს წევრი იყო? “მარკეტინგული ხრიკი მეგონა” – ეს რა არგუმენტია? ან თავს რატომ იკნინებს? ძალიან გამიკვირდა ლევან იოსელიანისგან, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი თუ ხარ, მიუხედავად იმისა, შენ აკეთებ განცხადებას თუ სხვა აკეთებს და მოუწოდებს ხალხს არაკანონიერი ქმედებებისკენ, შენც დამნაშავე ხარ, თუ არ გაემიჯნები ან ამ ორგანოს არ დატოვებ. სახალხო დამცველია და ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ სამართლებრივად ეს ასეა”, – აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.