პოლიტიკა

ლევან სანიკიძე თვითმმართველობის არჩევნებზე- “ლელო” კიდევ ერთხელ შეიცვლის პოზიციას… ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობას აპირებს, ან შეცდომას უშვებს, ან ზედმეტად ოპტიმისტია, ან არაკეთილსინდისიერია, თავად უნდა გადაწყვიტონ ამ ადამიანებმა რომელ ჯგუფს წარმოადგენენ

ლევან სანიკიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” დგას საპროტესტო ელექტორატის და ამ ქვეყანაში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობის ნებაზე, რაც გულისხმობს ივანიშვილის ე.წ არჩევნებზე 4 ოქტომბერს დაანონსებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის არ მიღებას.

„შესაბამისად, თამაშგარე მდგომარეობაში თუ ვინმე იყენებს თავს, ეს არის ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ჯერ კიდევ მსჯელობენ მიიღონ თუ არა ირაკლი კობახიძის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ინიშნება, ამიტომ ვინ იქნება თამაშგარე მდგომარეობაში, ეს არის საკითხავი და ამ ვითარებაში მე მსჯელობაც კი შეუძლებლად მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ “ლელოს” მოუწევს პოზიციის ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში წავა იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ, რომ საკუთარ ელექტორატთანაც კი ექნება პრობლემა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ “ლელო” კიდევ ერთხელ შეიცვლის პოზიციას და რაც შეეხება ჩვენს მიზანს, თბილისის წართმევა კი არა, ჩვენი მიზანია საქართველო გამოვგლიჯოთ ივანიშვილს ხელიდან. ამდენი პოლიტპატიმარი იმის გამო არ გვყავს, რომ ივანიშვილს თბილისი წავართვათ, არც ჩვენ გავდივართ პოლიტიკურ რეპრესიებს ამის გამო, ჩვენი მიზანია საქართველოს წართმევა ივანიშვილისთვის და ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობას აპირებს, ან ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, ან ზედმეტად ოპტიმისტია, ან არაკეთილსინდისიერია, თავად უნდა გადაწყვიტონ ამ ადამიანებმა რომელ ჯგუფს წარმოადგენენ.” – განაცხადა ლევან სანიკიძემ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა