პოლიტიკა

„ვამბობთ მკაფიოდ: მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს, მერე ადგილობრივს, თუ ვერ მოესწრება, უნდა ჩატარდეს ერთობლივად“ – სალომე ზურაბიშვილ

პოზიცია სრულიად უცვლელია: ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები – განცხადება “წინააღმდეგობის პლატფორმის” სახელით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მკაფიო მოთხოვნად რჩება პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავიუფლება.

არჩევნების შესახებ საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ “წინააღმდეგობის პლატფორმას” სპეციალური დოკუმენტი აქვს შემუშავებული, რომელიც ასახავს გაერთიანების პოზიციებს და  მოთხოვნებს, იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები:

„მინდა, გაგიმეორო ძალიან მკაფიოდ, რა არის „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია არჩევნების შესახებ. ეს პოზიცია სრულიად უცვლელია:  ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება თავისი მეორე მოთხოვნით, რომელიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციებს და მოთხოვნებს, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. როგორ მივაღწევთ არჩევნებს – მივაღწევთ სწორედ იმით, რასაც დღესაც ვხედავთ თუ გავახილეთ თვალი: ეს არის ამ რეჟიმის რყევები, რომელიც გრძელდება ყველანაირად. ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბევრ სხვა უწყებას”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა