პოლიტიკა

“სალო, რა შეიცვალა? რატომ იღებ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? საერთოდ რომ არ გაქრეთ?“ – ირაკლი ზარქუა სალომე სამადაშვილს

“დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი „ხა­ბეც“ აბო­ბოქრდე­ბა და ის ცალ­კე მოგ­ცემთ მერე „კანტროლ­კას“, – ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ გა­ნა­ცხა­და, რიომელიც თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კითხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს პრინ­ცი­პე­ბი არ აქვთ.

„ამათ სი­ტყვას რომ ფასი არ აქვს, ხომ გიყ­ვე­ბო­დით? 2020-ში თქვეს, რომ პარ­ლა­მენ­ტი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია და არ შე­მო­ვალ­თო, შემ­დეგ შე­მო­ვიდ­ნენ და ძლივს გა­ვაგ­დეთ. ამათ პრინ­ცი­პი არ აქვთ – რა­საც და­უკ­ვე­თა­ვენ, ისე მო­იქ­ცე­ვი­ან. თა­ვი­დან ამ­ბობ­დნენ, რომ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ­თო, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პლატ­ფორ­მას და სი­გი­ჟე­ებს იგო­ნებ­დნენ და ახლა მიხ­ვდნენ, რომ სა­ერ­თოდ რომ არ გაქ­რნენ ისე, რო­გორც „კა­რე­ნოი“ „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ გაქ­რა, მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ხაზი გა­და­უს­ვან ყვე­ლა აქამ­დე ნათ­ქვამ არ­გუ­მენტს და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­შიც მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს ხელ­მო­ცა­რუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი, სა­მა­დაშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ, ხომ იცით რა­ტომ ვე­ძა­ხი? ევ­რო­კავ­შირ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ იყო ელჩი, როცა რუ­სე­თი თავს დაგ­ვეს­ხა და ომი გა­ჩაღ­და, ერთ ქვე­ყა­ნა­საც ვერ გა­ა­კე­თე­ბი­ნა გან­ცხა­დე­ბა და სან­ქცია ვერ და­ა­წე­სე­ბი­ნა. ეს ქალი მერე აქ მო­რალს გვი­კი­თხავ­და. იგი­ვე მისი ამო­რა­ლუ­რი მო­რა­ლის გაგ­რძე­ლე­ბაა, რომ არა­ლე­გი­ტი­მურ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღე­ბო და ახლა რა შე­იც­ვა­ლა? სალო, რა შე­იც­ვა­ლა? იგი­ვეა ცეს­კო, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­აც ჩვენ ვართ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი – რა­ტომ იღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში? რის იმე­დად? – სა­ერ­თოდ რომ არ გაქ­რეთ? და­გიკ­ვე­თეს თქვენ­მა პატ­რო­ნებ­მა? – ამი­ტო­მაც ხართ იქ, სა­დაც ხართ და ასე იქ­ნე­ბით, სა­ნამ უცხო ქვეყ­ნის დაკ­ვე­თის მო­ლო­დინ­ში იქ­ნე­ბით თქვენც, და­ნარ­ჩე­ნე­ბიც, გა­ხა­რი­ე­ბიც, „წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პლატ­ფორ­მის“ თვით­მარ­ქვია პრე­ზი­დენ­ტიც. ჯერ სად ხართ, თქვენ თქვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი მო­გი­ღებთ ბო­ლოს – ვინც აპამ­პუ­ლა­ვეთ და გა­და­აგ­დეთ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი „ხა­ბეც“ აბო­ბოქრდე­ბა და ის ცალ­კე მოგ­ცემთ მერე „კანტროლ­კას“, – გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: „თუ შე­ვარ­ჩევთ წერ­ტი­ლებს, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სუს­ტია, უკვე წა­ა­გო არ­ჩევ­ნე­ბი და ერ­თი­ა­ნი ძა­ლით და­ვარ­ტყამთ, შე­საძ­ლოა, მი­ვა­ყე­ნოთ უფრო დიდი ზი­ა­ნი, ვიდ­რე არ შეს­ვლით პრო­ცეს­ში – მათ ვე­რა­ვინ მის­ცემს ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, ის რაც მკვდა­რია, თა­ვი­დან ვერ მოკ­ვდე­ბა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა