პოლიტიკა

გიგი უგულავა: გარედან სანქციები და შიგნიდან მაქსიმალური “პრესინგი“ !

“ქვე­ყა­ნა­ში დიქ­ტა­ტუ­რის სრუ­ლად გა­სა­ფორ­მებ­ლად რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი­ღა დარ­ჩა რე­ჟიმს, კერ­ძოდ რამ­დე­ნი­მე მიკრო­ფო­ნის გაქ­რო­ბა – მიმ­დი­ნა­რე­ობს პა­ტი­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის დევ­ნა, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მე­დი­ე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბა“,- ამის შე­სა­ხებ გიგი უგუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი ქვეყ­ნის შიგ­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცია და სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლის­ხმე­ვაა.

„ქვე­ყა­ნა­ში დიქ­ტა­ტუ­რის სრუ­ლად გა­სა­ფორ­მებ­ლად რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი­ღა დარ­ჩა რე­ჟიმს, კერ­ძოდ რამ­დე­ნი­მე მიკრო­ფო­ნის გაქ­რო­ბა. დიქ­ტა­ტუ­რის გა­ფორ­მე­ბა და­წყე­ბუ­ლია ასე­ვე იმ კა­ნო­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც მი­ი­ღო „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“. პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ტე­ვა მი­დის ყვე­ლა იმ თა­ვი­სუ­ფალ კუნ­ძულ­ზე, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­დეს. ახლა კი მიმ­დი­ნა­რე­ობს პა­ტი­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის დევ­ნა, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მე­დი­ე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბა. ამ პრო­ცეს­ში მყო­ფი ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლის­ხმე­ვას, რო­მე­ლიც უნი­სონ­ში უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლის­ხმე­ვას­თან. ახლა არის გა­დამ­წყვე­ტი ეტა­პი ამ ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის­თვის. ეს არის დარ­ჩე­ნი­ლი – გა­რე­დან სან­ქცი­ე­ბი და შიგ­ნი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რი „პრე­სინ­გი“,- გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბაზე ისაუბრა. მისი თქმით, რო­მე­ლი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქვეყ­ნის ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა.

„ამ ვი­თა­რე­ბა­ში არა თუ არ შე­იძ­ლე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არა­მედ პირ­და­პირ ქვეყ­ნის ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბა დან­გრე­უ­ლია – სა­ხელ­მწი­ფო მი­ტა­ცე­ბუ­ლია და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ხალ­ხს ცი­ხე­ში ტო­ვებ. არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ფუნ­ქცია, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­დე­საც პარ­ტი­ებს აუქ­მე­ბენ. როცა თა­ვად დას­ცი­ნი­ან იმ პარ­ტი­ებს, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვილს გა­მოთ­ქვა­მენ – ეუბ­ნე­ბი­ან შე­იძ­ლე­ბა გა­გა­უქ­მო­თო! სა­მად­ლოდ უხ­დი­ან საქ­მეს!

ვი­საც ჰგო­ნია, რომ სხვა, არ­ჩევ­ნებ­ში არ მო­ნა­წი­ლე პარ­ტი­ის ხმებს და­ე­პატ­რო­ნე­ბა იდი­ო­ტია და არც არ­ჩევ­ნე­ბი იცის. ამ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბით თა­ვის „გაპ­რა­ვე­ბა“ და გამ­შვე­ნი­ე­რე­ბა უნდა ამ სი­მა­ხინ­ჯეს, რო­მელ­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჰქვია. არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არა­ვის არ აპა­ტი­ებს“,- გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა