უცხოური მედია

ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭო მოიწვია – „საგანგაშო ამბები ვრცელდება რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭო მოიწვია. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კოვაჩი წერს, „ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭო მოიწვია ბრიუსელის გადაწყვეტილების გამო, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის გახანგრძლივებას ითვალისწინებს“.

ორბანმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბრიუსელში მყოფი ბიუროკრატები არ უჭერენ მხარს აშშ-ის სამშვიდობო გეგმას.

„ჩვენ ეს შეხვედრა მოვიწვიეთ, რადგან უფრო მეტი საგანგაშო ამბები ვრცელდება რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ. სიტუაცია ნათელია. სამწუხაროდ, პრეზიდენტ ტრამპის ამბიციების მიუხედავად, ჩვენ ომიდან კი არ გავდივართ, არამედ კიდევ უფრო შევდივართ. ბრიუსელში მყოფი ბიუროკრატები არ უჭერენ მხარს აშშ-ის სამშვიდობო გეგმას. მათ გადაწყვიტეს, უკრაინამ გააგრძელოს ომი. უნგრეთი ამის წინააღმდეგია. უნგრეთი ამჯობინებს, მხარი დაუჭიროს ამერიკის სამშვიდობო ძალისხმევებს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ ფაქტისთვის, რომ ბრიუსელის მმართველობა დაინტერესებულია ომის გაგრძელებით და ყველაფერს გააკეთებს, რათა უნგრეთი ომის მომხრე ევროპულ კოალიციაში ჩაითრიოს. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უნგრეთის წინააღმდეგ სადაზვერვო ოპერაციები და უცხოეთიდან დაფინანსებული ცილისწამების კამპანიები გაძლიერდება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა ვიდეომიმართვაში.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტი და უნგრელი ოჯახების უსაფრთხოება დაცული იქნება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა