უცხოური მედია

აშშ-ის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი- კალიფორნიის გუბერნატორი და ლოს ანჯელესის მერი, შესაძლოა, დააპატიმრონ, თუ „ზღვარს გადაკვეთენ“

კალიფორნიის გუბერნატორი და ლოს ანჯელესის მერი, შესაძლოა, დააპატიმრონ, თუ „ზღვარს გადაკვეთენ“, – ამის შესახებ აშშ-ის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ტომ ჰომანმა განაცხადა.

ტომ ჰომანმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის განლაგების შესახებ, ადგილობრივი ლიდერების მხრიდან ამ ნაბიჯის მიმართ წინააღმდეგობის მიუხედავად.

კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა ტრამპის ადმინისტრაცია „სპექტაკლის“ დადგმაში დაადანაშაულა.

„პრეზიდენტი ტრამპი ეროვნულ გვარდიას იმიტომ გზავნის, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ჩვენს სამართალდამცავ ძალებს, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. დაგვეხმარეთ ქუჩიდან ამ დამნაშავეების მოშორებაში. შეწყვიტეთ მომიტინგეებისთვის ტაშის დაკვრა და მხარი დაუჭირეთ სამართალდამცავ ორგანოებს. გუბერნატორმა ნიუსომმა მადლობა უნდა გადაუხადოს პრეზიდენტ ტრამპს შტატის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ტომ ჰომანმა.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნულმა ჰომანმა ადრე განაცხადა, რომ ოპერაციების შეფერხების მცდელობებმა, შეიძლება, დაპატიმრება გამოიწვიოს და არც ნიუსომი და არც ლოს ანჯელესის მერი კარენ ბასი გამონაკლისს არ წარმოადგენდნენ.

„ნებისმიერზე ვიტყვი. არალეგალი უცხოელისთვის შეგნებულად თავშესაფრის მიცემა და დამალვა დანაშაულია. სამართალდამცავი ორგანოებისთვის თავიანთი სამუშაოს შესრულებაში ხელის შეშლა დანაშაულია“, – აღნიშნა ტომ ჰომანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა