თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არ აპირებს მანიფესტის მომზადებას პრაიდის თვისთვის, რომელიც ამერიკაში ტრადიციულად, ივნისში აღინიშნება. წარმომადგენელთა პალატაში კი, განსახილველად შევიდა პრაიდის საწინააღმდეგო რეზოლუცია- ივნისი გამოცხადდეს „ოჯახის დღედ“, რომელსაც ეფუძნება ამერიკელი ერი.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება საუბრობს იმაზე, თუ როგორ „კლავს ტრამპი პრაიდს“, კომპანიების სულ მცირე 40%-მა უკვე უარი თქვა წელს ლგბტქ+ ღონისძიებებისა და სიმბოლოების გამოყენებაზე.
მედიაში აღნიშნავენ, რომ ამერიკელები დიდი ენთუზიაზმით არც ადრე ეკიდებოდნენ LGBTQ -სთან დაკავშირებულ აქციებს, რომელსაც კომპანიები მთელი თვის განმავლობაში უერთდებოდნენ, თუმცა ახლა, კომპანიების ტაქტიკის შეცვლამ პრაქტიკული შედეგები იქონია ლგბეტ-თემისთვის. მაგალითისთვის, სან ფრანცისკოში, ყოველწლიური გეი-აღლუმისთვის სპონსორებისგან 200 ათასი დოლარით ნაკლები შევიდა, ნიუ-იორკში კი, 750 ათასი დოლარით ნაკლები.