საშინელი, სასტიკი, დაუნდობელი ცემა დაიწყეს. შესაძლებელი იყო იქ ნებისმიერი ადამიანი გარდაცვლილიყო,- განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა, გიორგი ჩითარიშვილმა 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე საუბრისას. გიორგი ჩითარიშვილის განცხადებით, აქციის დარბევისას ხელისუფლების მხრიდან გამოყენებულ იყო არა მხოლოდ ხელკეტები, არამედ არმატურის ნაჭრები და ჩაქუჩიც.
„ის შეგრძნება არ ყოფილა, რომ ზოგი ახალგაზრდა იყო, ზოგიც პატარები 15-16 წლის ბავშვები იყვნენ ცოტა დავინდოთ, ვინმე არ შემოგვაკვდეს, შემდეგ ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, ხომ შეიძლებოდა ვიღაცები შემოკვდომოდნენ. ერთ ადამიანზე ალბათ 7 ადამიანი მოდიოდა. სხვადასხვა ნივთები ეჭირათ ხელში, გარდა ხელკეტისა. მე პირადად არ დამინახავს, მაგრამ ძალიან ბევრმა ახსენა, რომ იქ იყო ჩაქუჩიც. არმატურის ნაჭრები იყო გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ“- იხსენებს გიორგი ჩითარიშვილი.