დღეს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე, მათ შორის მზია ამაღლობელის საქმეზე, დებატები გაიმართება.
სხდომის დაწყებამდე ევროპარლამენტარებმა რასა იუკნევიჩიენემ, მალგოჟატა გოშევსკამ, პეტრას აუსტრევიჩუსმა და სხვებმა პატიმრობაში მყოფი პირების – მათე დევიძის, მზია ამაღლობელის, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მხარდამჭერი ბანერები გაშალეს.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში დებატებზე შვიდი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციები განიხილება, ხოლო კენჭისყრა ხვალ, 19 ივნისისთვის არის დაგეგმილი.
Facebook Comments Box