სამართალი

მალხაზ თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ჯონ ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა და წაიშინეს თავში ხელები, მეორე დღეს 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს ყველანი გარეთ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით ვეტერან, მალხაზ თოფურიას, უსმენენ. მალხაზ თოფურიას განცხადებით, მას შემდეგ რაც ამერიკის იმჟამინდელმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა, გამოხატა შეშფოთება ვეტერანების დარბევასა და დაკავებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სასოწარკვეთამ შეიპყრო, რამდენადაც მათთვის წმინდა ადგილიდან მიიღეს შენიშვნა, შესაბამისად მეორე დღესვე 400 ლარის დაკისრებით გაათავისუფლეს დაკავებული ვეტერანები.

„ჯონ ბასს გაუკეთებია განცხადება ეს რა ჩაიდინეთო, როგორ შეგეძლოთო. ადამიანს, რომელსაც 26 მაისი, 7 ნოემბერი არ გაუპროტესტებია, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათთვის უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა და წაიშინეს თავში ხელები იმ წამში ყველანაირად რბილად, მეორე დღეს ყველანი, მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვდით 400 ლარიანს, ძალიან გვიჭირდა ეკონომიურად, რომ გვირჩევნია ჩაგვსვათ, მაინც 400 ლარიანები მოგვისაჯეს, ორკვირიანი პატიმრობა მართლა გვერჩივნა, სერიოზულად. მუშაობის საშუალება არ გვქონდა. მაინც 400 ლარი მოგვისაჯეს და გამოგვიშვეს გარეთ ასეთი ზრდილობიანი პოლიცია დედამიწაზე მგონია, რომ არარის და თურმე მე რა ვიცოდი გარეთ რა ხდებოდა“,-განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა