უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უახლოეს დღეებში ბელარუსში ვიზიტს გეგმავს, რათა ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. როგორც წყარო გამოცემასთან განმარტავს, შეხვედრის ზუსტი დღის წესრიგი უცნობია, თუმცა კელოგმა პირად საუბრებში აღნიშნა, რომ ამ ვიზიტმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ომის შეწყვეტასთან დაკავშირებული მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას.
„როიტერი“ აღნიშნავს, რომ მსგავსი ვიზიტის დაგეგმვა სიღრმისეულ მოლაპარაკებებს მოითხოვს და არ არის გამორიცხული, რომ ის ბოლო მომენტში გაუქმდეს ან შეიცვალოს.
Facebook Comments Box