სამართალი

მიხეილ მესხი: ქუთაისის ციხეში, „სპიჩკებს“ ეძახდნენ, სადაც შეგვიყვანეს, ვიგრძენი, რომ ფეხი დამისველდა, რომ გამოვედი, ფეხსაცმელი სულ სისხლიანი მქონდა – აღმოჩნდა, რომ ამ „სპიჩკებში“ ჩაჰყავდათ ადამიანები და იქ სცემდნენ

ქუთაისის ციხის მაშინდელი უფროსი იყო ბატონი ჯიჭონაია. „სპიჩკებს“ ეძახდნენ, სადაც ჩვენ შეგვიყვანეს. მე პირადად 7 კვადრატში ვიჯექი, მაგრამ, სანამ შეგვიყვანდნენ „სპიჩკებში“, ვიგრძენი, რომ ფეხი დამისველდა, ალბათ ვინმემ წყალი დალია-მეთქი და რომ გამოვედი, ფეხსაცმელი სულ სისხლიანი მქონდა, – ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, მიხეილ მესხმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „როგორც აღმოჩნდა, ამ „სპიჩკებში“ ჩაჰყავდათ ადამიანები და იქ სცემდნენ,“ და სწორედ ნაცემი ადამიანის სისხლით დაუსველდა ფეხები.

„„სპიჩკები“ თვითონ ციხეში იყო, საკნდიდან მანდ ჩამოგიყვანდნენ და მანდ ელოდებოდი სასამართლოში (გადაყვანას). გაგა ამბროლაძე და მიხეილ ამაშუკელიც იმავე პირობებში იყვნენ. პირველ დღეს მოხდა ეს ამბავი, ალბათ, შიში რომ მქონოდა იქაურობის, იმიტომ, რომ შემდეგ რომ დავყავდით (სასამართლოზე), მერე მოწმენდილ „სპიჩკებში“ შევყავდით. მერე, ციხეზე როცა მოვიკითხე, რამდენიმე „სპიჩკა“ იყო სპეციალურად, სადაც ამ ადამიანებს სცემდნენ და ვხედავდი, როდესაც მოგვიყვანდნენ სასამართლოდან, როგორ ექცეოდნენ, ბევრჯერ გავუღვიძებივარ ყვირილს, ადამიანების წამების ხმას.“ – განაცხადა მიხეილ მესხმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა