თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
„რა ხდება ჩემი გატაცების საქმეზე, სასამართლომ რაიმე რეაგირება მოახდინა?“ – ამ სიტყვებით მიმართა გიორგი ბაჩიაშვილმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.
„ფბ-ზე როგორ გამოქვეყნდა განცხადება, რომ წავედი 1 დღეში ჩატარდა საგამოიძიებო მოქმედებები და დაიჭირეს ქარუმიძე. 3 კვირა გავიდა ჩემი გატაცების შემდეგ. 2 კვირა რაც თქვენც გითხარით და არ ჩატარებულა გამოიძება, მე არ დავუკითხივარ არავის. სასამართლომ რაიმე რეაგირება გააკეთა თუ არა მაინტრრესებს. როცა ივანიშვილის ინტერეს ეხება, ეგ გაინტერესებთ მარტო. ჩემს საქმეში იყო ორი უტყუარი მტკიცებულება, ორივე ჩემს სასარგებლოდ. მაინტერებს რამე რეაგირება გქონდათ თუ არა და რა ხდება ჩემი გატაცების საქმეზე”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ბაჩიაშვილს უპასუხა, რომ რეაგირება მოახდინა და პროკურატურას მიმართა.
ამის შემდეგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ აზრი არ აქვს მის მონაწილეობას პროცესში.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს . ბაჩიაშვილმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.
გიორგი ბაჩიაშვილი აბუდაბიდან მისი საქართველოში იძულებით დაბრუნების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს .