სამართალი

ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

“ლელო ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რი, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე სა­სა­მარ­თლომ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

მო­სა­მარ­თლე ზვი­ად შა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას რვა თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ამას­თან, 2 წლის ვა­დით თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა აეკ­რძა­ლა.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას არ დას­წრე­ბია ბრალ­დე­ბუ­ლი, მას არც სა­ბო­ლოო სი­ტყვით უსარ­გებ­ლია.

ცნო­ბის­თვის, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის მი­სა­ცე­მად და­ი­ბა­რეს, სა­დაც ის არ გა­მო­ცხად­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც „სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას“ გუ­ლის­ხმობს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი, რაც მან კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში გა­და­ი­ხა­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა კი­დევ ორ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოსს. კერ­ძოდ, მო­სა­მარ­თლემ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს 7 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა და 2 წლით თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა აუკ­რძა­ლა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს კი 8-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა და 2 წლით თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა აეკ­რძა­ლა. სა­მი­ვე მათ­გა­ნის შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე ეხე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნილ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უა­რის თქმას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა