საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალის” ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე რომეო მიქაუტაძის დაკავებას და კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკას მედიასთან ეხმიანება. “კორუფცია ზღუდავს ქვეყნის პერსპექტივას, აზიანებს თავად ქვეყანას და საზოგადოებრივ ინტერესებსაც”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სიმკაცრე კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით სწორი და აუცილებელია.
“პოლიტიკური თანამდებობის პირები მაღალი პასუხისმგებლობით უნდა გამოირჩეოდნენ და ვინც ამ პასუხისმგებლობის მიღმა გავა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არის დასჯადი. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდანაც სიმკაცრე არის აუცილებელი და ვფიქრობ, რომ საზოგადოებაც პოზიტიურად აფასებს ამას იმიტომ, რომ კორუფცია ზღუდავს ქვეყნის პერსპექტივას, აზიანებს თავად ქვეყანას და საზოგადოებრივ ინტერესებსაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, კორუფციისაგან ყველა უნდა იყოს შორს,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.