პოსტები სოციალური ქსელიდან

დავით ჩიხელიძე: ბრიუსელი საქართველოს მიმართ, მავნებლურ და არათანმიმდევრულ პოლიტიკას განაგრძობს, მისთვის მნიშვნელოვანი არა საქართველო და ქართველი ხალხი, არამედ საქართველოში მოქმედი მათი აგენტურაა

x

ბრიუსელი, საქართველოს მიმართ, მავნებლურ და არათანმიმდევრულ პოლიტიკას განაგრძობს, პარალელურად ამბობს, რომ ქართველი ხალხი მათთვის მნიშვნელოვანია და მათი დასჯა არ უნდათ. ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანი არა საქართველო და ქართველი ხალხი, არამედ საქართველოში მოქმედი მათი აგენტურაა,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ღირებულებებს.

ჩიხელიძის თქმით, ბრიუსელის საზრუნავი საქართველო და ქართველი ხალხი რომ იყოს, ის არა დასჯის სხვადასხვა გზებზე, არამედ გარე ჩარევების შემცირებაზე იფიქრებდა და ქართველ ხალხს არჩევანის თავისუფლებას მისცემდა.

„ ბრიუსელი, საქართველოს მიმართ, მავნებლურ და არათანმიმდევრულ პოლიტიკას განაგრძობს, პარალელურად ამბობს, რომ ქართველი ხალხი მათთვის მნიშვნელოვანია და მათი დასჯა არ უნდათ. ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანი არა საქართველო და ქართველი ხალხი, არამედ საქართველოში მოქმედი მათი აგენტურაა, რომელმაც მრავალი მცდელობის მიუხედავად მართვის სადავეების ხელში აღება ვერ შეძლო, რაც თავის მხრივ ბრიუსელს თამაშში ღიად ჩართვას და ოპოზიციის დახმარებას აიძულებს. გუშინ, საქართველოს შესახებ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე იმსჯელეს (შეთანხმებას ვერ მიაღწიეს) მსჯელობის საგანს სანქციები და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა წარმოადგენდა. ბრიუსელის საზრუნავი საქართველო და ქართველი ხალხი რომ იყოს, ისინი არა დასჯის სხვადასხვა გზებზე, არამედ გარე ჩარევების შემცირებაზე იფიქრებდნენ და ქართველ ხალხს არჩევანის თავისუფლებად მისცემდნენ. ბრიუსელის ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, მათ საკუთარი მანდატი, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას არ აძლევს“- წერს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა