საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მას სხვადასხვა მიმართულებით განვითარების მართლაც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ასე იყო ისტორიულად, საქართველო არამარტო კულტურული, არამედ სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების გზაჯვარედინი გახლდათ. სამწუხაროდ, ჩვენი ეს გეოგრაფიული უპირატესობა მიზეზთა გამო ვერ იქნა სათანადოდ და სასარგებლოდ გამოყენებული – „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, პრემიერის ანგარიშს ეხმიანება.
მისივე თქვით, მისასალმებელია, რომ დღევანდელი ხელისუფლებას, მისასალმებელია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ფუნქცია არამხოლოდ სახელმწიფო პრიორიტეტად მიაჩნია – ამ მიზნისთვის იგი უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს
„ საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მას სხვადასხვა მიმართულებით განვითარების მართლაც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ასე იყო ისტორიულად, საქართველო არამარტო კულტურული, არამედ სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების გზაჯვარედინი გახლდათ. სამწუხაროდ, ჩვენი ეს გეოგრაფიული უპირატესობა მიზეზთა გამო ვერ იქნა სათანადოდ და სასარგებლოდ გამოყენებული. მისასალმებელია, რომ დღევანდელი ხელისუფლებას, აღმოსავლეთის თუ დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ფუნქციას არამარტო სახელმწიფო პრიორიტეტად მიაჩნია, ამისათვის უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.“ – წერს ნიკოლეიშვილი.
დავით ქართველიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენისას, კვლავ არ მტოვებდა ორი ძირითადი გრძნობა: როგორ ვახერხებთ მაინც ამ ყველაფერს ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე დაუსრულებელი გარე შეტევების ფონზე და სიამაყეა – რომ ამ ყველაფერს მაინც ვახერხებთ, მიუხედავად უამრავი და გაუთავებელი შიდა მტრებისა და მოღალატეებისა
მე არ ვიცი, რომელ სფეროს არ შეეხო პრემიერ-მინისტრი და სად დაუტოვა საფუძველი ეჭვებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საკუთარ რიგებში მოღალატეების დაძლევით და გარე მტრების დასუსტება/დამარცხებით – ჩვენ, როგორც მინიმუმ, 2030 წლამდე ვერ შევძლებთ ჩვენი სამშობლოს გაძლიერებას და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას. წარმატებები ხელისუფლებას – უფლის ნებით ჩვენ ყველაფერ ამას შევძლებთ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, კიდევ უფრო მეტს მიაღწევდა საქართველო, რომ არა ქვეყნის უსამშობლო მტრები და “სამშობლოს” ამოფარებული მოღალატეები.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენისას, კვლავ არ მტოვებდა ორი ძირითადი გრძნობა: 1) როგორ ვახერხებთ მაინც ამ ყველაფერს ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე დაუსრულებელი გარე შეტევების ფონზე და 2) სიამაყე – რომ ამ ყველაფერს მაინც ვახერხებთ, მიუხედავად უამრავი და გაუთავებელი შიდა მტრებისა და მოღალატეებისა.
ერთი წამით არ მინდა ჩავარდე ეიფორიაში და წარმატებებისაგან თავბრუ დამემართოს. მაგრამ – შედარების უნარს ვინ დამიკარგავს, რათა ორი ძირითადი მიმართულება შევადარო ერთმანეთს: 1) ის, რასაც მივაღწიეთ იმის ფონზე, რაც ჩავიბარეთ და 2) ის, რას მივაღწევდით კიდევ, რომ არა ქვეყნის უსამშობლო მტრები და “სამშობლოს” ამოფარებული მოღალატეები.
დღეს პარლამენტის კედლებში რეალური საქართველო ამსხვრევდა თავის ვირტუალურ “ავატარს” და გადარჩენის სხვა შესაძლებლობას არ აძლევდა “აკაცუკებს”, გარდა ინტეგრაციისა რეალურ საქართველოში და ასევე ვირტუალური, პარალელური, ხელოვნური სამყაროს მძევლობიდან გამოსვლის გარდა. დღეს ამისთვის ჯერ კიდევ არაა გვიან – უამრავ სფეროში თავისი კონსტრუქციული და არა დესტრუქციული პოტენციალის გამოყენებისთვის სახელმწიფოს კარი მათთვისაც ღიაა.
დღეს ვირტუალური საქართველოს ფეიკ-ლიდერები და სიცრუის მანქანების “მექანიკოსები”, თავისი “პოლიტიკური ამბიციების” განვითარებისთვის უკეთეს გზას ვერ ხედავენ, თუ არა ნებაყოფლობით დაემალონ რეალურ საქართველოს და საკუთარ ამომრჩეველს კომფორტაბელურ პენიტენციურ სისტემაში. ამაშია მათი კრახისა და სრული ფიასკოს ყველაზე შთამბეჭდავი ვიზუალური და შინაარსობრივი მაგალითი.
მე არ ვიცი, რომელ სფეროს არ შეეხო პრემიერ-მინისტრი და სად დაუტოვა საფუძველი ეჭვებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საკუთარ რიგებში მოღალატეების დაძლევით და გარე მტრების დასუსტება/დამარცხებით – ჩვენ, როგორც მინიმუმ, 2030 წლამდე ვერ შევძლებთ ჩვენი სამშობლოს გაძლიერებას და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას. წარმატებები ხელისუფლებას – უფლის ნებით ჩვენ ყველაფერ ამას შევძლებთ.“ – წერს ქართველიშვილი.