პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: იუკნევიჩიენე, კუბილიუსი, კალასი, მარტა კოსი საერთოდ ვერ აღიქვამენ დღევანდელ რეალობას – ეკონომიკა, რომელიც ასე სჭირდება ევროკავშირს, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოსთან

„საქართველომ პირდაპირი კავშირი უნდა დაამყაროს ევროკავშირში შემავალ წევრ ქვეყნებთან, ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილთან მაინც, რომელსაც საკუთარ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში პრაგმატიზმი ამოძრავებს და არა იდეოლოგიური კლიშეები,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშზე, რომლის მომხსენებელიც რასა იუკნევიჩიენე იყო.

მისი თქმით, ბრიუსელი, რასა იუკნევიჩიენე, კუბილიუსი, კალასი, მარტა კოსი და ა.შ. ვერ აღიქვამენ რეალობას, სადაც ეკონომიკა, რომელიც ასე სჭირდება ევროკავშირს პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან.

„საქართველომ პირდაპირი კავშირი უნდა დაამყაროს ევროკავშირში შემავალ წევრ ქვეყნებთან, ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილთან მაინც, რომელსაც საკუთარ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში პრაგმატიზმი ამოძრავებს და არა იდეოლოგიური კლიშეები. ამ კლიშეებიდან ვერ გათავისუფლდა ბრიუსელი, ვერც რასა იუკნევიჩიენე, კუბილიუსი, კალასი, მარტა კოსი და ა.შ. ისინი საერთოდ ვერ აღიქვამენ დღევანდელ რეალობას, სადაც ეკონომიკა, რომელიც ძალიან სჭირდება ევროკავშირს პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოსთან. ამ ქვეყანას კი, ბატონო, ნუ ეფერები, მაგრამ ნუ აღიზიანებ მაინც, უსამართლოდ ნუ ექცევი იმიტომ, რომ ეს ის ტოტია, რომელზეც შენ ეკონომიკურად ზიხარ,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.