პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: იქნებ გავაგებინოთ კაია კალასს, რომ სულხან – საბას ქვეყანაში სიბრძნე სიცრუეშიც უნდა იყოს. სიმართლე ის არის, რომ მოლდოვა-უკრაინის “დემოკრატია” ნამდვილად შეესაბამება დღევანდელ ევროპას

„კაია კალასის განცხადებით, თურმე მოლდოვა და უკრაინა დემოკრატიის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, საქართველოში კი უკუსვლა ყოფილა. მაინტერესებს, ამ დიდი ტყუილის თქმისას ყურები მაინც არ აუწითლდა კალასს?“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ექსპერტი კაია კალასს ურჩევს, განცხადების გაკეთების დროს, ისეთი რამ თქვას, ცოტათი სიმართლეს შეეფერებოდეს, თორემ ოპოზიციასაც კი ეღიმება ევროპელი ლიდერების სიტყვებზე.

„კაია კალასის განცხადებით, თურმე მოლდოვა და უკრაინა დემოკრატიის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, საქართველოში კი უკუსვლა ყოფილა. მაინტერესებს, ამ დიდი ტყუილის თქმისას ყურები მაინც არ აუწითლდა კალასს? ან საერთაშორისო, მათ შორის ევროპული ორგანიზაციების დასკვნებს მაინც არ კითხულობს, სად არიან რეიტინგებში უკრაინა და მოლდოვა და სად არის საქართველო? იქნებ გავაგებინოთ კაია კალასს, რომ სულხან-საბას ქვეყანაში სიბრძნე სიცრუეშიც უნდა იყოს. ისეთი რამ მაინც თქვას, ცოტათი სიმართლე რომ იყოს, თორემ უკვე თავად ოპოზიციასაც კი ეღიმება ევროპელი ლიდერების სიტყვებზე. სიმართლე ის არის, რომ მოლდოვა-უკრაინის “დემოკრატია” ნამდვილად შეესაბამება დღევანდელ ევროპას, ერთ სიყალბეში იძირებიან, ერთნაირი კორუფცია, ტოტალიტარიზმი და სიტყვის თავისუფლების ჩახშობა. საქართველოს დემოკრატია კი რეალური გზით ვითარდება. ეს არის ახალი მსოფლიოს ხვალინდელი დღე, სადაც გლობალისტების ფერადი რევოლუციების ადგილი აღარ არის, აღარც ასეთი ტყუილები ჭრის და არც ხალხის ზომბირება. ახალი სამყარო სულ სხვა პრინციპებით ვითარდება და თუკი დღეს ევროპისთვის მოლდოვა-უკრაინაა მისაბაძი, მაშინ უვიზო მიმოსვლას თვითონ კი არ უნდა გვართმევდნენ, ჩვენ თავად უნდა ვაბარებდეთ,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა