პოლიტიკა

კაია კალასი – მინისტრებმა დღეს ევროკავშირის მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება შეაჯამეს, განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია

მინისტრებმა დღეს ევროკავშირის მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება შეაჯამეს და განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, განხილვა მოიცავდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებას და სანქციებს.

„„ქართული ოცნების“ თავდასხმა დემოკრატიაზე უფრო მძიმე ხდება. მინისტრებმა დღეს ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება შეაჯამეს და განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ეს მოიცავდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებას და სანქციებს. საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას ექნება ძვირი საფასური“, – განაცხადა კაია კალასმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა