განათლება

მარიამ ლაშხი თელავის მერვე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, თელავის მერვე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ესტუმრა.

მარიამ ლაშხმა და გივი მიქანაძემ საგამოცდო სივრცეები დაათვალიერეს, რომლებიც ადაპტირებულია და მორგებულია აპლიკანტების საჭიროებებზე.

კომიტეტის თავმჯდომარე და მინისტრი გამოცდების დაწყებამდე აპლიკანტებს შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მასშტაბით მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და შექმნილია ყველა საჭირო პირობა იმისთვის, რომ გამოსაცდელებმა საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინონ.


18 ივლისს, თელავის საგამოცდო ცენტრში ჩატარდა პედაგოგების გამოცდები მუსიკასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ასევე, აბიტურიენტების გამოცდა ლიტერატურაში.


წელს გამოცდებზე დარეგისტრირებულია 80 000-მდე გამოსაცდელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა