ქალბატონი ეკას ეს ისტერიკა და კივილი, შეურაცხყოფების კასკადით, ნათლად ადასტურებს რომ ქალბატონი ეკა “აიჭრა” ,-ასე პასუხობს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე ეკა ბესელიას ფეიბუქპოსტს.
წითლიძე ბესელიას კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს:
„კითხვები იგივეა:
ვინ გაუშვა რუსი ჯაშუშები?
როგორ მფარველობდით კოჭიას გამოშვებას, ამერიკელები რომ არა.
შკირლნიკოვი ვინ გამოუშვა და რატომ?
რატომ გაათავისუფლეთ მარეკ დუდაევი?
ვინ მოკლა კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეები?
ვინ მოკლა 9 თვის ბარბარე?
რატომ აბრალებდით ომის დაწყებას საკუთარ ქვეყანას?
სანდრა რომ ორგანოებით ვაჭრობდა, მაგაზე რა ხდება?
თქვენი ოჯახის და პირადად თქვენი კორუფციული გარიგებები ცალკე ისტორიაა.
სია გრძელია.
შეურაცხყოფები დიდი ხანია ფეხებზე მკიდია და მოწყვლადი არ ვარ ამ კუთხით. ეგ სხვისთვის გამოიყენეთ.
კითხვებზე უპასუხეთ და არ მოგეშვებით სანამ ვერ მიხვდებით რომ ძველი ნაცებისგან, ყველა სიბინძურეზე ჭორი რომ შეგრჩათ, ახლაც ეგრე არ იქნება.
ჩემს ქალაქს თავი დაანებეთ, ფოთზე ისაუბრეთ რომელიც გადაჭამეთ და ისიც ზვიგენს რატომ გეძახიან“,-წერს ანი წითლიძე.