ეკა ბესელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ქვეყანაში ამდენი სინდისის და პოლიტიკური პატიმარია და ყოველ დღე მათ სასამართლო პროცესებზე ვართ ან ციხეში პატიმრების სანახავად და როგორი მავნებელი უნდა იყო , რომ ამ დროს იცლიდე – ოპოზიციური პარტიის (ნაც მოძრაობა) სახელით -მომიძღვნა პოსტები და ათასი სიცრუე და ბოდვა დამიწერო?
თხზავენ უნიჭოდ, საკუთარ უწესობას თარგმნიან მდაბიო ენაზე , მტკიცებულებების გარეშე წერენ ბრალდებებს და აზიარებენ ერთმანეთთან . აღარც თმენის ვალდებულება მაქვს და არც მოლოდინი , რომ ეს ავაზაკები, მავნებლები წარსულის სისასტიკიდან რაიმეს ნანობდნენ და მომავალში იგივეზე არ ოცნებობდნენ! ამიტომაც პასუხს მიიღებენ როცა ამის განწყობაზე ვიქნები რასაკვირველია ლამაზი ქართულით და არა იმ მდაბიო , ქაჯური ენით , როგორითაც ვინმე გზააბნეული ანი წითლიძე დაჩი ცაგურიას ელაპარაკება . და მოინდომა უვიცმა და საბრალო წითლიძემ გატოლება ჩემთან და ელისო კილაძის შეკვეთილი მდაბიო ჭორების გამეორებით ყურადღების მიპყრობა .
არათუ არ მაღელვებს ეს ალქაჯი სად რას ბოდავს , მებრალება და მებრალებოდა როცა ბრძოლას არქმევდა უთავმოყვარეო ქცევას და იდიალიზმს სიბრიყვეს ….
რა ქნას მეტი არ უნახავს … ბევრი უკლია ვიდრე ღირსი გახდება ან გავბრაზდე ან სერიოზულად ვუპასუხო ან მას ან კილაძის მსგავთ … მხოლოდ მეცინება .
ამისთვის ბევრი გარჯა მოუწევთ და მის მსგავსთ. საკუთარ ქალაქსა და პარტიაში როცა გააქილიკებენ , ზედმეტად მეჩვენება პასუხიც კი .
ნაც მოძრაობას რომ არ წარმოადგენდეს , არც კი დავწერდი რამეს, მაგრამ იმ პარტიას წარმოდგენენ , რომელსაც წლები ვებრძოდი სასტიკი რეჟიმის გამო!
და რასაკვირველია 2012 წელი მეამაყება , რომ მოვაშორეთ ის უბედურება ქვეყანას!
ის ჯალათები არ უნდა დაბრუნდნენ და ეს ახალი ჯალათებიც წარსულში უნდა დავტოვოთ ! არც ჩემს პარტიას ვაპატიე სამართლიანობიდან გადახვევა და რომ არ დაესიზმრებათ ამ უბადრუკ მოწკავწკავებს – ისეთი ძალა აღმომაჩდა ამ ბრძოლის გზაზე …
ასე მემუქრებოდა მიშა გაგანდგურებო და ვხედავ სადაცაა …
შემდეგ ბიძინამ მოინდომა ჩემი გაჩერება და …
აღიარა ,,შენთან დავმარცხდიო “…
ახლა ეს ბოლო ხმაზე ხავილით დაღლილი ნაცები მემუქრებიან და ძალიანაც კარგი :
იმდენი ხანია არ მომიცლია ამ ოცნების შემხედვარე თქვენთვის, რომ ლამის გადამავიწყდით .
რადგან ისევ გამახსენეთ თავი – მშვენიერი , მოგიძღვნით ,, მარგალიტებს “ რომელსაც ღორებს არ დაუყრიან “ ….
როგორც ჩანს გამეორება ცოდნის დედაა მართლაც :))
არ ვკითხულობ მათ ბოდვებს , ალაგ ალაგ მიყვებიან და ესეც ალაგ ალაგ პასუხია :))
სოკრატესეული სიბრძნით კი საჭირო დროს გამხელთ !
გაგრძელება იქნება …