პოლიტიკა

ირლანდიაში საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს პრეზიდენტის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტსა და ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცების გზებს.

მაიკლ ჰიგინსმა ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა