ბოლოდროინდელ გახმაურებულ დაკავებებს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის გზას მიყვება.
„ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ივანიშვილი პუტინის გზას თეორიულად და პრაქტიკულად. ახლა საკუთარ გუნდს დაერია, რომლის მიზანი ლოიალურობის შენარჩუნების მიზნით შიშის დათესვა და ფულის ამოქაჩვაა.
რუსეთში, როგორც წესი, მინისტრის მოადგილეებს იჭერენ. იშვიათად მინისტრებსაც მისწვდებიან ხოლმე. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ტრანსპორტის მინისტრის მოხსნა იყო, რომელმაც მეორე დღეს თავი მოიკლა. ვინ დათვლის რამდენმა ჩინოვნიკმა და ტოპ ბიზნესმენმა მოიკლა თავი თუ გადმოაგდეს ფანჯრიდან( გავრცელებული ფორმაა).
გადახედეთ, რა ხდება რუსეთში და ზუსტად შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რა მოხდება აქ. უკვე დაერია მოადგილეებს და სხვა მაღალჩინოსნებს. ჯერ გააძღო, მერე ცხვირში ძმარად ადენს.
ერთ რამეს ვერ ხვდება-რუსეთი სხვაა, სხვა მასშტაბი აქვს და სხვა ტრადიციები. დაამთავრებს ისე, როგორ ყველა მსგავსი თვითგამოცხადებული მმართველი ამთავრებდა. მაგალითების საძებნად ძალიან შორს წასვლა არ მოგვიწევს“,-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.