პოლიტიკა

კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს

„შეკითხვაში იტყუებით. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა გაქვთ საზოგადოება მოატყუოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. თქვენ შეიძლება თქვენი „ბაბლი“ მოატყუოთ და ამყოფოთ სიცრუეში, მაგრამ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოთ ხალხი“- ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უფასო სასადილოების თაობაზე დასმული კითხვის შესახებ.  

კალაძე უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტზე  ამბობს, რომ დანაშაულში კონკრეტული კომპანიები გამოვლინდნენ და თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. 

„გამოვლინდნენ კონკრეტული კომპანიები, ვისაც აქვს დანაშაული. 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სისტემატურად ახორციელებენ სანიტარულ მიმართულებაზე შეფასებას, დათვალიერებას, რომ რაიმე პრობლემები არ იყოს აღნიშნული მიმართულებით. რაც შეეხება, პროდუქციის მიღება-ჩაბარებას, ბენეფიციართა აღრიცხვას, კონტროლს, ეს ყველაფერი ევალება კონტრაქტორ კომპანიას. ეს ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული. შესაბამისად, თუ გამგეობის თანამშრომლები დანაშაულში იყვნენ შემჩნეული, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა და მათ დააკავებდნენ. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს და გაირკვევა ყველაფერი“-აღნიშნა კალაძემ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.