პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – ილია II-მ 2014 წელს პუტინს უთხრა, ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობაო, ამ პიროვნებაში ვიგულისხმებოდი მე, ამაზე ისტორიის შეფასება მკაცრი იქნება

ილია II-მ 2014 წელს მოსკოვში პუტინს უთხრა, ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობაო, ამ ერთ პიროვნებაში მე ვიგულისხმებოდი და ის, რომ ჩემ გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ განცხადებას ისტორია მკაცრად შეაფასებს.

„პატრიარქი ილია II იყო კომპლექსური პიროვნება. 2014 წელს ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს და უთხრა შემდეგი ფრაზა: „ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა“. ამ ერთ პიროვნებაში, რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმებოდი და ის, რომ სწორედ ჩემ გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა. ეს განცხადება ყველამ თვითონ შეაფასეთ (ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი).

თუმცა, მეორე მხრივ, მე მახსოვს ისიც, როგორ მიჭერდა ილია II მხარს ხუთჯვრიანი დროშის დამკვიდრებაში, როდესაც იუსტიციის მინისტრობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს აქტიურად დავიწყე ამ დროშის გამოყენება, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ხუთჯვრიანი დროშა ბევრად უფრო ასახავდა ჩვენს ისტორიას და ღირებულებებს, ვიდრე სოციალ-დემოკრატების I რესპუბლიკის დროშა. დროშას კრძალავდნენ, მას ხევდნენ, ჩემ წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები და მაშინ სწორედ პატრიარქის აქტიურმა ჩარევამ გააძლიერა ჩვენი პოზიციები“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ერთმნიშვნელოვნად თეთრი და შავი არ არსებობდა, თუმცა რაც ახლა ხდება, სიბნელის გამეფების მცდელობაა.

„პატრიარქს ბოლოს ბერლინში შევხვდი, 2017 წელს, შრიტეს კლინიკაში. მე და გიულიმ მოვინახულეთ, შეხვედრას ესწრებოდა შორენა თეთრუაშვილი და ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა, რომლის დროსაც პატრიარქს ჩემზე ხელი ჰქონდა ჩამოკიდებული და სულ მიმეორებდა: „თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ საქართველოში“.

ჩემი დაბრუნების შემდეგ პატრიარქი უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ და საპატრიარქოს რეაქცია რაც იყო ჩემს და სხვების დატყვევებაზე, მგონი, გვახსოვს.

ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ერთმნიშვნელოვნად თეთრი და შავი არ არსებობდა, თუმცა რაც ახლა ხდება, ეს არის სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობა. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიმაჩნია, რომ ამ ძალიან რთულ პერიოდს ყველა სფეროში საკმაოდ ჩქარა გადავლახავთ, თუ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ. „იბრძოლეთ და ძლევთ“ (ტარას შევჩენკო)“, – წერს სააკაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.