სამართალი

სასამართლომ გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

C

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 17 სექტმებერს ჩაინიშნა.

სასამართლო პროცესზე პროკურატურა სამივე მათგანისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და მიზეზად მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზეწოლისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ასევე განმეორებითი დანაშაულის საფრთხეს ასახელებდა.

დაცვის მხარის ადვოკატები პროკურატურას არ ეთანხმებოდნენ. ღუდუშაურის ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობის სახით 100 000-ლარიანი გირაო შესთავაზა. გიორგი ხაინდრავას ადვოკატმა კი  შუამდგომლობად დააყენა 100 000 ლარი ან ქონების დაყადაღება, რომელიც 200 000 ლარზე მეტია. ვასილ მხეიძის ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობის სახით 100 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლისძმას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე ბრალი წარედგინათ.

ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა