უცხოური მედია

ფლორიდელი ჩინოვნიკი 12 წლის გოგონასთან სექსუალური მიმოწერის გამო დააკავეს

ფორტ-პირსის ქალაქის კომისარი, 38 წლის ჯეიმს ტეილორი არასრულწლოვანთან სექსუალური მიმოწერის გამო დააკავეს, იუწყება Miami Herald.

მამაკაცი რამდენიმე თვის განმავლობაში 12 წლის გოგონას თავის შიშველ ფოტოებს უგზავნიდა და მისგან საპასუხო სურათებს ითხოვდა. ტეილორის დადგენა IP-მისამართით მოხერხდა ბავშვის დედის საჩივრის შემდეგ – გამოძიება მთელი წელი გაგრძელდა.

კომისარი გოგონას Snapchat-ის საშუალებით 2024 წლის ზაფხულში გაეცნო და თანდათანობით ურთიერთობა აშკარად სექსუალურ კალაპოტში გადაიყვანა. ოლქის შერიფმა ჩინოვნიკის მიერ გაგზავნილ ფოტოებს იმდენად ამაზრზენი უწოდა, რომ სიტყვა „არასათანადო“ მათ აღსაწერად არც კი გამოდგება. ტეილორს 24 პუნქტით წაუყენეს ბრალი, მათ შორის ბავშვთა პორნოგრაფიის გამოძალვისთვის.

მოსამართლემ 360 ათასი დოლარის ოდენობის გირაო დააწესა – მის შეტანამდე დაკავებულმა პასპორტი უნდა ჩააბაროს და დაივიწყოს სოციალური ქსელები.

რესპუბლიკელმა კოლეგებმა მას უკვე „მონსტრი“ უწოდეს და ფლორიდის გუბერნატორს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჩინოვნიკი დაკავებული თანამდებობიდან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა